უკრაინული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი, მისი მხარდამჭერების მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს. სააკაშვილი თქმით, უკრაინის უშიშროება გაუგებარი საბაბით ცდილობს ხელი შეუშალოს მხარდამჭერების მობილიზებას:„დნეპრში, ჩვენი აქტივისტები მესამე დღეა ფოსტიდან იმპიჩმენტის მარშთან დაკავშირებით მოსაწვევებს ვერ ღებულობენ, ისინი უშიშროებაში არიან დაბარებულნი, ტელეფონით მათ აუხსნეს, რომ საქმე ეხება უშიშროების სამსახურში მისულ წერილებს.
,,შეწყდეს სააკაშვილის და მისი მხარდამჭერების დევნა“ – ამ შინსაარსის წერილი მიიღო გუშინ უკრაინის უშიშროებამ, რომელშიც გაურკვეველი თეთრი ფხვნილი იყო მოთავსებული. საინტერესოა ის ფაქტი, რომ უშიშროების თანამშრომლების თქმით, გამოგზავნის მისამართად მითითებული იყო – ,,სასაფლაო“. მე არაფერ არ ვიგონებ, ასე თქვეს, სწორედ ამის გამო დაიბარეს. ამის გამო ყველა მოწვევა ფოსტაში დააკავეს და არ გასცემენ.
პ.ს მოსაწვევები ასევე დააკავეს კრივოი როგში და ჟიტომირში, კიევის ოლქიდან გამოსული ავტობუსი, რომელიც ჩვენი ფლაერებით და პოროშენკოსთვის უნდობლობის გამოსაცხადებელი ბლანკებით იყო დატვირთული მძღოლთან ერთად დაიკარგა. მასთან კავშირი არაა. – წერს მიხეილ სააკაშვილი

