უგულავა – “მერაბიშვილი ციხიდან უნდა გამოვიდეს… წარმატებული მინისტრი იყო თუ მონსტრი, ეს გვერდზე უნდა გადავდოთ”

უგულავა - "მერაბიშვილი ციხიდან უნდა გამოვიდეს... წარმატებული მინისტრი იყო თუ მონსტრი, ეს გვერდზე უნდა გადავდოთ"“ევროპული საქართველოს” ლიდერის გიგი უგულავას თქმით, უნდა დასრულდეს ის ეპოქა, როდესაც გამარჯვებული დამარცხებულს ანადგურებს. აღნიშნული განცხადება გიგი უგულავამ ვანო მერაბიშვილზე საუბრისას გადაცემა “360 გრადუსში” გააკეთა.

– ქართული ოცნება ივანიშვილთან ერთად რაც მალე მიხვდება, რომ ეს მარაზმი უნდა დაასრულოს და რაც მალე გადაშლის ფურცელს ამ სიგიჟის, მით უკეთესი იქნება ქვეყნისთვის. ჯანსაღი გარემო არ მიიღწევა ისე, რომ ეხლა მე შენ დაგიჭერ, გაგანადგურებ. არა ადამიანს როდესაც კედელზე მიაყუდებ და გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენებ იქიდან პასუხს მიიღებ ყოველთვის და ეს პოლიტიკა იმიტომ არის მძაღე ივანიშვილის და ქართული ოცნების პირობებში, რომ მივიღეთ ზუსტად ასეთი პოლიტიკა – გამარჯვებული ანადგურებს დამარცხებულს.

ევროპული საქართველო ამით განსხვავდება სხვა და მმართველი პარტიებისგან, რომ პრინციპულად სხვა თამაშის წესები გვინდა, რომ გამარჯვებული დიდ ქვას არ ადებდეს დამარცხებულს. სანამ ეს იქნება, მანამდე ქართული პოლიტიკა წინ ვერ წავა. ვანო მერაბიშვილი უყვარს ვინმეს თუ არ უყვარს, დამნაშავეა არის თუ არ არის, წარმატებული მინისტრი იყო თუ მონსტრი ეს გვერდზე უნდა გადავდოთ. კაცი ხუთი წელი იჯდა ციხეში. ეს სიშლეგე უნდა დასრულდეს. არც ვიცი, რას გააკეთებს რომ გამოვა. მე ვიცი, რომ ის უნდა გამოვიდეს ციხიდან, – განაცხადა გიგი უგულავამ.

ნიუპოსტი