– გიორგი ფოფხაძეს ისეთი ბიოგრაფია აქვს, რომელიც სახალხო დამცველს უნდა ახასიათებდეს, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, გედევან ფოფხაძემ განაცხადა.
– მიმაჩნია, ორივე კანდიდატი, რომელიც დღეს არის დაყენებული, ძალიან მაღალი კვალიფიკაციისა და პასუხობს ამ მოთხოვნებს. უბრალოდ, ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ გიორგი ფოფხაძის ბიოგრაფია და განვლილი გზა კიდევ უფრო მეტად იძლევა საშუალებას, ვისაუბროთ იმაზე, რომ ამ ბიოგრაფიის ადამიანს სახალხო დამცველის სტატუსში შეუძლია იმ ღირებულებებით განახორციელოს ეს უფლებამოსილება, რაც ალბათ უნდა ახასიათებდეს სახალხო დამცველს, – ამბობს ფოფხაძე.
იმ ფონზე, როცა „ოცნების“ უმრავლესობა სახალხო დამცევლად ნინო ლომჟარიას კანდიდატურას უჭერს მხარს, გედევან ფოფხაძე კი ღია მხარდაჭერას „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატს, ჟურნალისტ გიორგი ფოფხაძეს უჭერს, შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ უმრავლესობაში გარკვეული უთანხმოებაა.
ნიუპოსტი

