„ვანოს შოუ“ 3 ნოემბერს ეკრანს უბრუნდება

„ვანოს შოუ“ 3 ნოემბერს ეკრანს უბრუნდება„ვანოს შოუ“ პარასკევს, 3 ნოემბერს, ეკრანს უბრუნდება.

ამის შესახებ თავად შოუს წამყვანი, ვანო ჯავახიშვილი წერს.

შეგახსენებთ, რომ წამყვანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შოუ რამდენიმე კვირის განმავლობაში ეთერში არ გასულა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 3 ნოემბერს „რუსთავი 2“-ის მაყურებელი ვანო ჯავახიშვილს ეკრანებზე იხილავს.

ნიუპოსტი