ვლადიმერ ვაისს სერბეთის ნაკრებში ეპატიჟებიან

ვლადიმერ ვაისს სერბეთის ნაკრებში ეპატიჟებიანსაქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს ვლადიმერ ვაისს სერბეთის ნაკრების გაწვრთნას სთავაზობენ. სერბებმა მოულოდნელად კონტრაქტი გაწყვიტეს სლავოლიუბ მულმიმთან და ამჟამად მათ მთავარი მწვრთნელი არ ჰყავთ.

ვაისს სერბეთში დიდ პატივს სცემენ და ძალიან უნდათ რომ ის ნაკრებში მუშაობას დათანხმდეს. ჯერჯერობით უცნობია თუ რას ფიქრობს ამის შესახებ თვითონ ვაისი, რადგან სლოვაკ სპეციალისტს ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

ვაისის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრების პროგრესი შესამჩნევია, მაგრამ შედეგი დამაკმაყოფილებელი არ არის.