„ზალიკოს სულაც არ უნდოდა პოლიტიკაში მოსვლა, ეკრანიდანაც ააორთქლეს ზორო-ბიჭი“

ბლოგერი ლევან გობრონიძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ზალიკო უდუმაშვილის შესახებ წერს:

– სად არის გაბრაზებული ზალიკო? არჩევნების შემდეგ ერთი-ორჯერ რომ დაენახა ტელეეკრანებს და მას შემდეგ გაქრა? ისე, ნიკა გვარამიამ კი თქვა, არ დავეთანხმე მის წასვლას მერობის კანდიდატად და ვუთხარი, თუ წახვალ ვეღარ მოხვალო და მგონი ეკრანიდანაც ააორთქლეს ზორო-ბიჭი.

რამდენი ხანია მისი აქტივობა არ გინახავთ?  ისე, მრჩება შთაბეჭდილება, რომ სულაც არ უნდოდა ამ ადამიანს პოლიტიკაში მოსვლა, სწორად აღნიშნა შალვა რამიშვილმა, როცა თქვა, რომ ზალიკო  მიშას აკვიატება იყო და მეტი არაფერი.

ყოველდღიურად ვუყურებთ ნაციონალური მოძრაობის წევრთა აქტივობებს, განცხადებებს, თუმცა ვერ ვხედავთ ზალიკოს, მას აღარც ტელევიზიით იწვევენ, ან პარტიაში არ მიიჩნევენ მიზანშეწონილად მის გამოჩენას, ან უბრალოდ, თავად უდუმაშვილი იკავებს თავს ხმაურიანი გამოსვლებისა და განცხადებებისგან, რადგან მისთვის არ არის ჩვეული სტილი ყვირილი და გნიასი, ის ხომ მოწესრიგებული წამყვანის ამპლუას არის მიჩვეული.

მგონი დროა “რუსთავი2″-მა მის დაბრუნებაზე იზრუნოს მითუმეტეს იმ ფონზე, როცა ამ რამდენიმე დღის წინ პარტიაში სერიოზული სჯა-ბაასი და ხმაურინი კამათი გაიმართა პარტის ფინანსებთან დაკავშირებით, სხვათაშორის არც იქ გამოჩენილა საჯაროდ ზალიკო უდუმაშვილი, – წერს ლევან გობრონიძე.