ზაზა ხატიაშვილი – “გიორგი ონიანის ციხეში ჩასმა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რადგან ის პოლიციელები, ვინც ნარკოტიკების ჩადება აღიარა, სამსახურში დატოვეს”

ზაზა ხატიაშვილი - "გიორგი ონიანის ციხეში ჩასმა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რადგან ის პოლიციელები, ვინც ნარკოტიკების ჩადება აღიარა, სამსახურში დატოვეს"ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი ადვოკატ გიორგი ონიანის დაკავებას “ნიუპოსტთან” ეხმაურება. ზაზა ხატიაშვილმა მოსამართლის გადაწყვეტილებას პოლიტიკური გადაწყვეტილება უწოდა.

– ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. თუ გოგა ონიანმა სავარაუდოდ ჩაიდინა დანაშაული, 5 პოლიციელი იყო ამ სავარაუდო დანაშაულში ბრალდებული, ის 4 პოლიციელი დატოვეს სამსახურში ონიანის საქმე კი სასამართლოში გამოუშვეს და მოითხოვდნენ, რომ ეს ადამიანი ციხეში ყოფილიყო. ზუსტად ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. დავუშვათ, თუ 5-მა პირმა დანაშაული ჩაიდინა, აქიდან ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს ციხეში გაუშვა, ხოლო მათ ვინც აღიარეს ნარკოტიკი ჩავუდეო, სამსახურში დატოვო ეს არის ანომალიური ფაქტი. მსოფლიოში არ არსებობს პრაქტიკა, როცა პოლიციელი იტყვის, რომ მე ჩავუდე ნარკოტიკიო და ის სამსახურში დატოვო. აქიდან გამომდინარე ვამბობ, რომ ეს იყო პოლიტიკური პროცესი და პოლიტიკური გადაწყვეტილება, – განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

ნიუპოსტი