ზიმბაბვეში სამხედროებმა პრეზიდენტი მუგაბე მძევლად აიყვანეს

ზიმბაბვეში სამხედროებმა პრეზიდენტი მუგაბე მძევლად აიყვანესზიმბაბვეში სამხედროებს მძევლად ჰყავთ აყვანილი ქვეყნის პრეზიდენტი რობერტ მუგაბე. BBC-ის წყაროების ცნობით, მუგაბე გადადგომისთვის ემზადება. გარდა ამისა, ის შეუთანხმდა სამხედროებს, მისცენ უფლება პირველ ლედის, გრეის მუგაბეს ქვეყანა თავისუფლად დატოვოს.

ზიმბაბვეში სამხედროებმა სახელმწიფო ტელერადიოკომპანია ZBC-ს შენობა დაიკავეს. სახელმწიფო ტელევიზიის გარდა, სამხედროები დედაქალაქის მთავარ მაგისტრალებზე საგუშაგოებს აყენებენ. გაძლიერებულია დაცვა პრეზიდენტის სასახლესთან.

მანამდე დასავლურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზიმბაბვეს სამხედრო ნაწილებიდან დედაქალაქის მიმართულებით სამხედრო ტექნიკა დაიძრა.

ნოემბრის დასაწყისში ზიმბაბვეს პრეზიდენტმა, 93 წლის რობერტ მუგაბემ თავისი მოადგილე ემერსონ მნანგაგვა დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა, რომელიც პრეზიდენტის პოსტზე ყველაზე რეალურ კანდიდატად ითვლებოდა. მნანგაგვას სამხედროების მხარდაჭერა ჰქონდა. 13 ნოემბერს ქვეყნის გენშტაბის უფროსმა პრეზიდენტს მოუწოდა მმართველი პარტიის წევრთა გათავისუფლებას თავი გაანებოს.

იმედინიუსი