2017 წელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს 65 ჟურნალისტი დაიღუპა

2017 წელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს 65 ჟურნალისტი დაიღუპასაერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს, რომლის თანახმად მსოფლიოში, 2017 წელს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს 65 ჟურნალისტი დაიღუპა.

გარდაცვლილთაგან 26 უშუალოდ სამუშაო პროცესში დაიღუპა. ისინი ავიადარტყმებს, საარტილერიო ცეცხლსა და თვითმკვლელი ტერორისტების მიერ განხორციელებულ ტერაქტებს ემსხვერპლნენ. 39 კორესპონდენტი კი, რომლებიც პოლიტიკურ თუ დანაშაულებრივი ჯგუფების საკითხებზე მუშაობდნენ, განზრახ მკვლელობას ემსხვერპლნენ.

ანგარიშის თანახმად, მედიის წარმომადგენლებისთვის ყველაზე საშიშ ქვეყანათა სიის სათავეში სირია და მექსიკა ფიგურირებს.

ქვეყნების ჩამონათვალი კი ასეთია:

ქვეყნების ჩამონათვალი კი ასეთია: სირია (12), მექსიკა (11), ერაყი (9), ავღანეთი (8), ინდოეთი (4), ფილიპინები (4), სომალი (4), რუსეთი (1), მალტა (1), სამხრეთ სუდანი (1), ჰონდურასი (1), დანია (1), კოლუმბია (1), ბრაზილია (1), მიანმარი (1), ბანგლადეში (1).