ბაჩუკი ქარდავა: ,,როცა საქართველოს მესამე პრეზიდენტი პოლიტიკურ ტყვეობაშია, დასავლური პოლიტიკური ძალები ვალდებულნი ვართ, ვიმოქმედოთ“

ბაჩუკი ქარდავა: ,,როცა საქართველოს მესამე პრეზიდენტი პოლიტიკურ ტყვეობაშია, დასავლური პოლიტიკური ძალები ვალდებულნი ვართ, ვიმოქმედოთ“მიხეილ სააკაშვილის კიევში დაპატიმრებას ეხმაურება ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ბაჩუკი ქარდავა, რომელიც ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი დღეს პოლიტიკურ ტყვეობაშია.”ერთი რამ ცალსახად უნდა დავაფიქსიროთ – მიხეილ სააკაშვილი დღეს პოლიტიკურ ტყვეობაშია, ამას წყალი არ გაუვა, ეს ფაქტია და მთელი მსოფლიოსთვის ცნობილია.

ნუ დაგვავიწყდება, რომ სააკაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტია და როცა უკრაინის გაკოტრებული ხელისუფლება სააკაშვილს პოლიტიკურ ტყვეობაში ამყოფებს, საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, ქმედითი ნაბიჯები გადადგას, თუ რა თქმა უნდა თვითონ მაინც არ თვლის თავს ისეთივე გაკოტრებულად, როგორიც პოროშენკოა. დღეს პუტინის მოკავშირეები სწორედ ოლიგარქიული სისტემებია და ეს სისტემები საქართველოსა და უკრაინაში სამწუხაროდ ფესვგადგმულია.