ბარსელონა კოუტინიოს 14 მილიონს სთავაზობს

ბარსელონა კოუტინიოს 14 მილიონს სთავაზობსბარსელონა ლივერპულის ბრაზილიელ ფეხბურთელს ფილიპე კოუტინიოს წლიური ანაზღაურების სახით 14 მილიონ ევროს სთავაზობს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კოუტინიო უკვე იანვარში გახდება ბარსელონას ფეხბურთელი და კატალონიური გუნდი მის ტრანსფერში 140 მილიონ ევროს გადაიხდის.

ჯერჯერობით ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა, თუმცა ესპანური პრესა დარწმუნებულია რომ მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს. კოუტინიოს შეძენას ბარსელონა ზაფხულში აპირებდა, მაგრამ ლივერპულმა თავის ერთ-ერთი ლიდერი არ გაყიდა.