დაღუპული მოსწავლის, ლევან დადუნაშვილის, ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა

დაღუპული მოსწავლის, ლევან დადუნაშვილის, ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდასოციალურ ქსელში გარდაცვლილი მეთერთმეტეკლასელის, ლევან დადუნაშვილის ფოტო ვრცელდება, რომელიც დღეს, თანატოლებთან შელაპარაკების დროს ცივი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრეს.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვნებს შორის ჩხუბი მოხდა. მიღებულ შეტყობინებაზე პოლიციამ მყისიერი რეაგირება მოახდინა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა ოპერატიულად, 14:19 საათზე მივიდნენ. წინასწარი ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით დაჭრეს 2001 წელს დაბადებული ლევან დათუნაშვილი, რომელიც მიყენებული ჭრილობის შედეგად, საავადმყოფოში მიყვანამდე, გზაში გარდაიცვალა და 2001 წელს დაბადებული დ.ს., რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. მას ორი ოპერაცია ჩაუტარდა. ამჟამად, მისი მდგომარეობა კვლავ რთულია. ექიმებმა ის რეანიმაციულ პალატაში გადაიიყვანეს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა საქართველოს სსკ-ს108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) დაიწყო. შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

პირველი