კიევში, ოქტომბრის სასახლესთან, სადაც მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებთან ერთად იმყოფება, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
strana.ua-ს ინფორმაციით, სასახლის შიგნით ტერიტორია კვამლშია გახვეული. გაზის გაშვების შედეგად რამდენიმე სამართალდამცველი შეუძლოდ გახდა და მათ სამედიცინო დახმარება დასჭირდათ.
ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მხარდამჭერები სასახლეში შეჭრას ცდილობდნენ, თუმცა მათ ამის საშუალება ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებმა არ მისცეს, რომელთაც შენობის შესასვლელი ბლოკირებული აქვთ.

