წინასწარი მონაცემებით, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის დღევანდელი არჩევნების შედეგად დავით ლანჩავამ 160, ლევან ჯანაშიამ 600-ზე მეტი, ხოლო დავით ასათიანმა 1000-ზე მეტი ხმა მიიღო.
ამის შესახებ „პირველმა“ საარჩევნო პროცესთან დაახლოებული წყაროსგან შეიტყო.
წყაროს ცნობით, „თუ დარეგისტრირებული მანდატებიდან დაითვლიან ხმებს, რომელთა რაოდენობა 2.324–ა, მეორე ტური გაიმართება, ხოლო თუ მათგან დაითვლება შედეგები, ვინც უშუალოდ მისცა ხმა (2.000–ზე მეტი მანდატი), ამ შემთხვევაში დავით ასათიანისკენ გადაიწონება სასწორი.
კანონმდებლობის თანახმად, ორგანიზაციის ლიდერის არჩევნებში დამსწრე დელეგატების 50%-ზე მეტის ხმას ვინც მიიღებს, ის ითვლება გამარჯვებულად.
„პირველის“ წყაროს ცნობით, დავით ასათიანმა ხმათა 50%–იანი ზღვარი ვერ გადალახა.
პირველი

