დავით ლილუაშვილი კახა კახიშვილს – “შენთვის მნიშვნელობა არა აქვს, ციხეში იქნება ის, თუ გარეთ”

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ კახა კახიშვილს  უფლებადამცველი დავით ლილუაშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით მიმართავს.

„სასჯელაღსრულების სამინისტროდან საახალწლო მისალოცი და საჩუქარი მომივიდა… წიგნი, რომელშიც პატიმრების მიერ ხეზე კვეთის ნამუშევრებია ილუსტრირებული… ხატებისა და ჯვრების ნიმუშები. მალე დაბრუნებულიყვნენ პატიმრები თავისუფლებაზე – საკუთარ ოჯახებსა და საზოგადოებაში!

 კახა კახიშვილი, ვიცი რომ შენ განურჩევლად გიყვარს ადამიანი და ამ დროს შენთვის მნიშვნელობა არა აქვს, ციხეში იქნება ის, თუ გარეთ… ისიც ვიცი რატომ? იმიტომ, რომ თავად ხარ ადამიანი… ნამდვილი ადამიანი!” – წერს ლილუაშვილი.

მარშალპრესი