დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა

დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარააშშ მხარს უჭერს ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის მშვიდობიან გადაჭრას, რომელიც ორივე მხარეს დააკმაყოფილებს.

ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომელმაც საგანგებო განცხადებაში იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა.
– მოვიდა დრო, იერუსალიმი ოფიციალურად იყოს აღიარებული ისრაელის დედაქალაქად, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
მან ასევე განკარგულება მისცა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს, ისრაელში აშშ-ის საელჩოს იერუსალიმში გადატანის მომზადების თაობაზე.
– იერუსალიმი იყო და უნდა დარჩეს ის ადგილი, სადაც ებრაელები გოდების კედელთან, მუსლიმები „ალ-აქსას“ მეჩეთთან, ხოლო ქრისტიანები ქრისტეს საფლავის ტაძარში ლოცულობენ. მაგრამ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქია. ეს ფაქტია და ის უნდა ვაღიაროთ. რასაც მე ვაკეთებ, – განაცხადა ტრამპმა.

ინტერპრესნიუსი