საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის პრესმდივანი ეკატერინე მიშველაძე სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს. მიშველაძის უკმაყოფილება სასწრაფო დახმარების ბრიგადის დაგვიანებამ გამოიწვია.
– ამ ქვეყანაში, ამ ქალაქში სასწრაფო არის საერთოდ?ერთ საათზე მეტია გამოძახებული გვყავს ინსულტიან პაციანეტთან! არ მიყვარს ასეთი რამეების წერა, მაგრამ არც გაჩუმებაა სწორი! მისახედია ეს პრობლემა, დროზე და სასწრაფოდ! მართლადამართლა რა ხდება ხალხო! – წერს მიშველაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
აღნიშნული განცხადებიდან, რამდენიმე წუთის შემდეგ პრეზიდენტის პრესმდივანმა კიდევ ერთი სტატუსი გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“მოვიდა სასწრაფო! ერთი საათის შემდეგ. მადლობა , ამჯერად გადავრჩით… მაგრამ პრობლემა მისახედია , ცხადია.”

