ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის შემდეგ გავრცელებულ ინფორმაციას, იმის შესახებ, რომ მოსწავლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მინისტრის ოჯახის გარემოცვის წევრია, ჟურნალისტი ელისო კილაძე ეხმაურება.
“პროკურორის შვილობა ვერ უშველის გაქცეულ მკვლელს !!!! იცოდეთ რომ ვიცი,კამერების ჩანაწერების წაშლა არ გაბედოთ,ხელები მიგემტვრევათ !!!!!! ჩააბარეთ ,პოლიციას !!!!!!!!” – წერს ელისო კილაძე “ფეისბუკზე.”
რამდენიმე წუთის წინ, ჟურნალისტმა გურამ დონაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი წყაროს ინფორმაციით, მოსწავლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი, ერთ-ერთი მინისტრის ოჯახის გარემოცვიდან არის, კერძოდ, მისი მამა პროკურატურაში მუშაობს.
შეგახსენებთ, გუშინ ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის შედეგად 51-ე სკოლის ორი მოსწავლე გარდაიცვალა. ერთ-ერთი მათგანი საავადმყოფოში გადაყვანამდე დაიღუპა, მეორე კი საავადმყოფოში გარდაიცვალა. მოზარდს სამი ოპერაცია ჩაუტარდა, მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო და სამედიცინო პერსონალმა მისი გადარჩენა ვერ შეძლო.
სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დანაშაულში ეჭვმიტანილი, 2001 წელს დაბადებული მოზარდი დააკავეს, მიმდინარეობს კიდევ ერთი ეჭვმიტანილის სამძებრო სამუშაოები.
ნიუპოსტი

