ელისო კილაძე – “რედაქციიდან წასული გიორგი კვანჭიანი სახლთან სასტიკად სცემეს… თუ რამე პრეტენზიები გაქვთ, ჩემთან გაარკვიეთ!”

ელისო კილაძე - "რედაქციიდან წასული გიორგი კვანჭიანი სახლთან სასტიკად სცემეს... თუ რამე პრეტენზიები გაქვთ, ჩემთან გაარკვიეთ!"ქრონიკა+“- ის რედაქტორი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ჟურნალისტის ინფორმაციით, გიორგი კვანჭიანი, რომელიც გაზეთის რედაქციაში იყო მისული, და რომელმაც რედაქცია აშშ-ში გაქცეულ პოლიციელთან დააკავშირა, საკუთარ სახლთან სცემეს.

,,ქრონიკა+-ში იმყოფებოდა გიორგი კვანჭიანი, რომელმაც დაგვაკავშირა აშშ -ში გაქცეულ პოლიცილების ოჯახს. ჩავწერეთ სკანდალური ინტერვიუ. რა ხდებოდა პოლიციაში ჭიკაიძე-მღებრიშვილის დროს.

რედაქციიდან წასული გიორგი კვანჭიანი სახლთან სასტიკად სცემეს !

მივდივართ მასთან სახლში” -წერს ელისო კილაძე.

ცოტა ხნის წინ ელისო კილაძემ ფეისბუქზე კიდევ ერტი პოსტი დადო:

“ქრონიკა+”-ის რესპონდენტებს თავი დაანებეთ და თუ რამე პრეტენზიები გაქვთ ჩემთან გაარკვიეთ.
ფეხით დავდივარ,დაცვა არ მყავს ,უკანდახევას არ ვაპირებ და თქვენი არ მეშინია,ფარჩაკებო !!!!!!”