“გარდაიცვალა ჩემი და ლევან ჯანაშიას კურსელი და მეგობარი… ამ პარასკევს სერთიფიკატები დაგვირიგა, ადვოკატთა კრებაზეც შევხვდი შაბათს, გავეხუმრე კიდეც” – მეგობრები თიკო ქარსელაძეს იხსენებენ

ცნობას ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის დირექტორ თიკო ქარსელაძის თვითმკვლელობის შესახებ სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

გიორგი ცერცვაძე წერს:

 

“მინდა ყველას ვთხოვო დროებით შეწყვიტოს ყოველგვარი პოლემიკა ჩემს ვოლზე.

გარდაიცვალა ჩემი და ლევან ჯანაშიას კურსელი და მეგობარი, ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის დირექტორი თიკო ქარსელაძე…

ის ნამდვილად იმსახურებს მშვიდ და ღირსეულ გაცილებას უკანასკნელ გზაზე…”

ნუგზარ კუპრეიშვილი:

” ამ პარასკევს სერთიფიკატები დაგვირიგა, ადვოკატთა კრებაზეც შევხვდი შაბათს , გავეხუმრე კიდეც -რატომ აგვიანებ კრებაზე მეთქი, არა დილიდანვე აქ ვარო- მითხრა. კარგი მეგობრები ვიყავით,ძალზე სამწუხაროა!”

შოკში ვარ!
#თიკოქარსელაძე