“გარიცხვა რისთვის, რა დავაშავე, მე ხომ ქვეყნის კეთილდღეობისთვის ვზრუნავ” – შალელაშვილი თანაგუნდელების კრიტიკას პასუხობს

"გარიცხვა რისთვის, რა დავაშავე, მე ხომ ქვეყნის კეთილდღეობისთვის ვზრუნავ" - შალელაშვილი თანაგუნდელების კრიტიკას პასუხობსსაპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, შოთა შალელაშვილი პრემიერისთვის გაგზავნილ ღია წერილისა და სუს-ში დაბარების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთბს.

„პრემიერმინისტრისადმი ჩემს მიმართვას რაც შეეხება, ამერიკა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ამას ჩვენ ვერსად გავექცევით. რა მიმართვას გავაკეთებ მე, ამას აბსოლუტურად მნიშვნელობა არ აქვს. პრემიერმინისტრმა რა განცხადებაც გააკეთა, ეს მისი პრეროგატივაა. პრემიერმინისტრის გადასახედიდან უკეთ ჩანს თუ რა განცხადებები უნდა გააკეთოს და სოლიდარული ვარ.

ეს იყო ჩემი ღია მიმართვა, სურვილი. მე მინდოდა საქართველოს მოსახლეობას დაეჭირა ამისთვის მხარი, იმიტომ, რომ საქართველოს მოსახლეობა ისრაელის სახელმწიფოსთან არის ძალიან კეთილად განწყობილი და თუკი შეიძლებოდა და პოლიტიკურად გამართლებული იქნებოდა, პრემიერმინისტრთან ეს იყო მიმართვა,“ – განაცხადა შალელაშვილმა.

მისი თქმით, თანაგუნდელების მხრიდან მსგავს რეაქციას არ ელოდა.

„ერთი წუთითაც არ ვუშვებ. არ ჩამიდენია ისეთი რაღაც რომ… საერთოდ სიტყვა – გასარიცხი ბავშვობიდან მახსოვს გარიცხვა, რისთვის, რა დავაშავე. მე ხომ ქვეყნის კეთილდღეობისთვის ვზრუნავ,“ – აცხადებს შალელაშვილი.

ნიუპოსტი