გერმანიაში სამგზავრო და სატვირთო მატარებლები ერთმანეთს შეეჯახნენ – დაშავდა 50 ადამიანი

გერმანიის ქალაქ მერბუშში სამგზავრო და სატვირთო მატარებლები ერთმანეთს შეეჯახნენ. შედეგად სულ მცირე 50 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ BBC-ი წერს.

შემთხვევა დუსელდორფთან ახლოს მოხდა. სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს. სარკინიგზო ავარიის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

იმედინიუსი