“ქართული ოცნების“ შიგნით რამდენიმე ფრაქციის შექმნასა და ამ პოლიტიკურ პროცესებში ირაკლი ღარიბაშვილის შესაძლო მონაწილეობაზე ისაუბრა ,,არჩევანის“ ეთერში ,,ეროვნული ფორუმის“ წევრმა ანი მიროტაძემ.
– ეს პროცესი ორი ფრაქციის შექმნით არ დასრულდება და ეს არის ახალი პროცესი, სადაც შეიძლება ღარიბაშვილი რაღაც ფორმით დაბრუნდეს პოლიტიკაში, კომიკურია, როცა ტარიელ ხეჩიკაშვილის ფრაქცია იქმნება, მე ვფიქრობ, ღარიბაშვილი ამ ფორმით შემოდის პროცესში. ეს არის ერთი პოლიტიკური პოდიუმი ქართული ოცნებისთვის, სადაც ამ ადამიანებმა უნდა დაამტკიცონ თავიანთი სიცოცხლისუნარიანობა არა ხალხის, არამედ იმ ადამიანის თვალში. რაც შეეხება გეგიძის ფრაქციას, ჩემი ინფორმაციით, ბატონი გოგიჩაიშვილი, რომელიც ამ ფრაქციის ერთ-ერთი წევრი უნდა იყოს, არცთუ ისე კარგ ურთიერთობაში იყო მამუკა მდინარაძესთან, მაგრამ ეს იყო კადრს მიღმა. ახლა ეს გამოვიდა გარეთ.
ვფიქრობ, ეს უცნობის სკანდალს ნაკლებად უკავშირდება, მაგრამ შეიძლება ეს იყოს შემადგენელი ნაწილი. არ მგონია, უცნობი დაჯდა ეთერში და გამოამზეურა მესიჯები იმიტომ, რომ ემოციებით იყო დახუნძლული, ვფიქრობ მეც, რომ გარკვეულ წახალისებას ჰქონდა ადგილი, – განაცხადა ანი მიროტაძემ.
ნიუპოსტი

