“ევროპულისაქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა სააკაშვილის დაპატიმრებას ეხმაურება. მისი თქმით, “ქვეყნის მესამე პრეზიდენტის დაპატიმრება არავის არ უნდა უხაროდეს.”უგულავას თქმით პოლიტიკურო პატიმრების პრობლემა საქართველოში უნდა გადაწყდეს.
– ეს პოლიტიკური დევნა, ისევე როგორც პოლიტიკური პატიმრების ეპოქა საქართველოში 2013 წელს, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა დაიწყო. იგივე მიხეილ სააკაშვილს ამის შედეგად მოუწია ქვეყნის დატოვება. დღეს ქვეყანაში გვყავს პოლიტიკური პატიმრები და თუ გვინდა ეს პრობლემა გადაწყდეს, ეს უნდა მოხდეს საქართველოში. ეს ფურცელი უნდა გადაიშალოს და ქვეყანამ უნდა გააგრძელოს ცხოვრება პოლიტიკური დევნილების და პოლიტიკური პატიმრების გარეშე. მოვისმინე ბევრი ქილიკი და აღფრთოვანება იმასთან დაკავშირებით, რომ დაიჭირეს, ნუ გვიხარია ეს, ეს ჩვენი ქვეყნისთვის არის ცუდი. ქვეყნის მესამე პრეზიდენტის დაპატიმრება არავის არ უნდა უხაროდეს.
ევროპული სქართველო და მე პირადად სოლიდარული ვართ ამ წუთას მიხეილ სააკაშვილის, როგორც პოლიტიკური პატიმრის მიმართ. მე არ ვამართლებ და არ მომწონს მიხეილ სააკაშვილის საქმიანობა უკრაინაში, არ მიმაჩნია სწორად, მაგრამ შეიძლება რაღაც არ მოგწონდეს და ამის გამო მას პოლიტიკური საქმიანობა არ უნდა შეეზღუდოს. გასახარი არაფერი არ არის. დღეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან ცუდი რამ მოხდა. – აღნიშნა უგულავამ.

