გიორგი მარგველაშვილი: ვიმედოვნებთ, სააკაშვილის უსაფრთხოება გარანტირებული იქნება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ეხმაურება.

„კიევში მიმდინარე პროცესები უკრაინის შიდა საქმეებია. თუმცა ამავდროულად, მოვლენების ეპიცენტრში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია, რომლის უსაფრთხოებაც, ვიმედოვნებთ, გარანტირებული იქნება“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი „ტვიტერზე“.