გოჩა ენუქიძე: ერთ-ერთ ფრაქციას ვუხელმძღვანელებ

გოჩა ენუქიძე: ერთ-ერთ ფრაქციას ვუხელმძღვანელებგუშინ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ უმრავლესობის შიგნით კიდევ ორი ახალი ფრაქცია შექმნილიყო, გიდასტურებთ, რომ ერთ-ერთს ვუხელმძღვანელებ, – ამის შესახებ პირველ არხს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გოჩა ენუქიძემ განუცხადა.
მისი თქმით, ფრაქციის სრულ შემადგენლობაზე დღეს ვერ ისაუბრებს, თუმცა ამბობს, რომ ახალი ფრაქცია ძირითადად მაჟორიტარებითდაკომპლექტდება.
– რაც შეეხება ახალი ფრაქციების შექმნის მიზეზს, გიდასტურებთ, რომ მიზეზი არის მხოლოდ ერთი, მენეჯმენტის საკითხი და მეტი კოორდინაცია დეპუტატებს შორის. მოგეხსენებათ, რომ დიდ ფრაქციაში 86 დეპუტატია და, ფაქტობრივად, ამან გამოიწვია ფრაქციის შექმნა, – განაცხადა გოჩა ენუქიძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ფრაქციის სრულ შემადგენლობას არ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ მის შემადგენლობაში ნამდვილად იქნებიან ილია წულაია, პაატა მხეიძე, ირაკლი ხახუბია და ოთარ დანელია.
დეპუტატმა გუნდის შიგნით დაპირისპირებას გამორიცხავს და აღნიშნავს, რომ ფრაქციების დაყოფაზე საუბარი აქამდეც იყო.