პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე გრიგოლ ლილუაშვილი დაკავებულ თანამდებობას დატოვებს და საქმიანობას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის მოადგილედ განაგრძობს.
ინფორმაცია დეპუტატმა “ქრონიკასთან“ უკვე დაადასტურა.
ლილუაშვილი ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატია. ამიტომაც, მის მიერ პარლამენტიდან წასვლის შემთხვევაში, ამ ოლქში შუალედური არჩევნები ჩატარდება.
იმედინიუსი

