იაკობ ლაბაძემ ფეისბუქზე ასეთი პოსტი გამოაქვეყნა:
“⚫გლოვაც ამორჩევით ვიცით და თანაგრძნობის ხარისხიც რატომღაც სხვადასხვანაირი გვაქვს…
⚫არადა ერთნაირი სისასტიკის დანაშაული მოხდა თბილისში, ვერაზეც და წყალტუბოში, ოფშკვეთშიც. მაგრამ მედიაშიც და სოც. ქსელებშიც მარტო ორ ფოტოს ვხედავთ, არადა სატირალი სამი გვყავს… ვეძებე, ბევრი ვეძებე, იქნებ ოფშკვეთში სისასტიკით მოკლული ბიჭის სახელი და გვარი სადმე ვიპოვო-თქო და ძლივს მივაგენი, თორნიკე ბაღაშვილი ყოფილა, არადა ამ დღეებში მას „წყალტუბოში მოკლულ მოზარდად“ მოვიხსენიებდით, არც მისი ფოტო ჩაგვისვამს შავ ჩარჩოში და არც ცრემლებით „დაგვიშეარებია“…
⚫შეიძლება ოფშკვეთშიც დაწერა თორნიკეს მეგობარმა, ნათესავმა და ახლობელმა რამე სულის შემძვრელი წერილი ან სტატუსი, მაგრამ მარტო თბილისში რასაც წერენ იმას აქვეყნებს საინფორმაციო სააგენტოები, იმათ ვკითხულობთ ჩვენც და იმას ვაზიარებთ, არადა სამი ტკივივილი გვყავს…
⚫იქნებ თორნიკეს სახლთანაც იდგნენ „დუმილის აქციით“ მეგობრები, სანთლებსაც ანთებდნენ, მაგრამ ჩვენ მარტო ერთ აქციას ვხედავდით პირდაპირ ეთერში, არადა დავიჯერო მარტო 51-ე სკოლის ბავშვებს, პედაგოგებს და მშობლებს აქვთ ჩვენთვის სათქმელი და ოფშკვეთში არავის და არაფერი?
⚫ყველაზე ძალიან კი ის მაინტერესებს, თბილისის ტრაგედია რომ არ დაგვტყდომოდა თავს და მარტო წყალტუბოში მომხდარიყო ეს შემზარავი მკვლელობა, ამ მასშტაბით თუ მოხდებოდა ამ პრობლემის ასე საყოვლეთაოდ, სახელმწიფოს და მედიის დონეზე განხილვები? ჩემს თავსაც ვეკითხები, გავათენებდი თუ არა, მე როგორც დედა, მარტო თორნიკეს გამო დარდით ღამეებს და შეიძრებოდა თუ არა მარტო წყალტუბოელი ბიჭის გამო სრულიად ქართული საზოგადოება? არადა ამ დღეების შემდეგ დავინახე რაღაცეები, პასუხიც გამიჩნდა ამ კითხვებზე და ჩემი თავის შემეშინდა…
⚫არადა ტკივილი და სატირალი სამი გვყავს…”

