”იერუსალიმი პალესტინაა” – ისრაელში პალესტინელებთან შეტაკებები დაიწყო

”იერუსალიმი პალესტინაა” - ისრაელში პალესტინელებთან შეტაკებები დაიწყოაღმოსავლეთ იერუსალიმში, იუდეასა და სამარიას რიგ ქალაქებში ისრაელის სამართალდამცველებსა და პალესტინელ ექსტრემისტებს შორის შეტაკებები დაიწყო.
არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც პალესტინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ძალადობისკენ მოწოდებები გააკეთეს აშშ-ს მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების შემდეგ.
საპროტესტო აქციის მონაწილეები სკანდირებენ – „იერუსალიმი პალესტინაა“, „მოვკვდებით ალ-აქსასთვის“.

ისრაელის პოლიციამ ძალების მობილიზიბა მოახდინა იმ ადგილებში, სადაც შეტაკებებს ადგილი აქვს.
ექსტრემისტურად განწყობილი დემონსტრანტები პოლიციელებს ქვებს ესვრიან. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
გუშინ, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს მიმართა, ისრაელში აშშ-ს საელჩოს იერუსალიმში გადატანის პროცესი დაიწყოს.

ინტერპრესნიუსი