ჯემალ ბერიძე – “პატივცემულმა” ხალხმა ლამაზად აგვიხსნეს, რომ არ ღირდა წვალება … აქ “ანაგი” მოიგებდა”

ბათუმის სტადიონის აშენების ტენდერის შპს “ანაგის” მიერ მოგებას ჯემალ ბერიძე ფეისბუქზე ასე გამოეხმაურა:

“არ იდარდოთ”.. აქაც მასეთი სიტუაცია იქნება.
ჩემი მეგობრები აპირებდნენ მონაწილეობის მიღებას (ვინაც კრასნოდარში მსოფლიო ჩემპიონატისათვის ააშენეს ფეხბურთის სტადიონი), “პატივცემულმა” ხალხმა ლამაზად აგვიხსნეს , რომ არ ღირდა წვალება … აქ “ანაგი” მოიგებდა. შესაბამისად , გასაგებია რომ ბიუჯეტის სახსრებიც მათთვის “ღიაა”…!
მითუმეტეს , რომ მაგ თანხაში ბევრი რამ არ შედის (ტელე კომუნიკაცია, კეთილმოწყობა და ა.შ.) კიდევ ბევრი რამის მოფიქრება შეიძლება ….