კალაძე ხაბეიშვილს ნაძვის ხეზე ჩამოკიდებას შეპირდა

კალაძე ხაბეიშვილს ნაძვის ხეზე ჩამოკიდებას შეპირდათბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს საკრებულოში ოპოზიციის წარმომადგენლებს საახალწლო განათებების შესყიდვასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ უპასუხა.

კალაძემ საკრებულოს ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონიაზე დაპატიჟა.

– დღეს საღამოს 8 საათზე გვაქვს მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონია, სადაც ძალიან ბევრი ჩვენი თანაქალაქელი იქნება და გიწვევთ, თქვენც შეგიძლიათ მობრძანდეთ და ისიამოვნოთ იმ გალამაზებული, განათებული ნაძვის ხით.
სხვათაშორის ნაძვის ხეზე შენთვის ერთი ადგილი შევინახე, ოღონდ პარლამენტის მხრიდან, – მიმართა კალაძემ ლევან ხაბეიშვილს.

ნიუპოსტი