“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ბრალდებებს საახალწლო განათებებთან დაკავშირებით შესაძლო კორუფციის არსებობის შესახებ, კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე უპასუხა. დედაქალაქის მერის თქმით საახალწლო განათებებთან დაკავშირებით ხელშეკრულება მილანურ კომპანიასთან დავით ნარმანიას მერობის დროს გაფორმდა და ეს დადებითი გადაწყვეტილება იყო. კაალძემ ლევან ხაბეიშვილის ბრალდებას აბსურდული უწოდა:
– ეს რომელია? წნევა რომ ჰქონდა და მერიაში ასულიერებდნენ? კარგით, ხუმრობა იქეთ იყოს… მინდა გითხრათ, რომ მომდევნო წლების განმავლობაში მეტი გაკეთდება იმისთვის, რომ საახალწლო განათებები უფრო ეფექტური და ლამაზი იყოს. ჩვენი დედაქალაქი ყოველთვის იქნება საუკეთესო ქალაქებს შორის. საახალწლო განათებებსაც გავაკეთებთ, როგორიც სჭირდება თბილისს და ჩვენს მოქალაქეებს, ეკოლოგიასაც მივხედავთ, ტრანსპორტსაც განვაახლებთ, მოვაწესრიგებთ ინფრასტრუქტურას, რეაბილიტაციას გავუკეთებთ ძველ თბილისს და ამაში ვერავინ შეგვეწინააღმდეგება.
ჩვენც გვაქვს იმის პრეტენზია, რომ ჩემი ქალაქი იყოს ყველაზე ლამაზი და საუკეთესო. მე მუშაობას შევუდექი ნოემბრიდან, ხოლო ეს ხელშეკრულება გაფორმდა, თუ სწორად მახსოვს სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში. სწორი გადაწყვეტილება იყო. ზოგადად, კანონი არ კრძალავს ერთ პირთან მოლაპარაკებას, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 620.000 ევროს ღირებულების ხელშეკრულება მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვან კომპანიასთან გაფორმდა, – განაცხადა კალაძემ.
ნიუპოსტი

