კარლო ანჩელოტიმ იტალიის ნაკრების გაწვრთნაზე უარი თქვა

კარლო ანჩელოტიმ იტალიის ნაკრების გაწვრთნაზე უარი თქვაცნობილმა იტალიელმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ იტალიის ნაკრების გაწვრთნაზე უარი განაცხადა, რადგან მას ფეხბურთისგან დასვენება სურს. გარდა ამისა, ანჩელოტის თქმით მას საკლუბო ფეხბურთი უფრო იზიდავს.

”ფედერაციიდან დამიკავშირდნენ და კარგი წინადადება შემომთავაზეს, მაგრამ სიმართლე გითხრათ ნაკრებში მუშაობის პერსპექტივა არ მხიბლავს. სავარაუდოდ ისევ გუნდს ჩავიბარებ, რადგან საკლუბო ფეხბურთი ჩემთან უფრო ახლოს არის”– განაცხადა კარლო ანჩელოტიმ.

იტალიის ნაკრები ამჟამად მწვრთნელის გარეშეა. ჯანპიერო ვენტურა მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ მოხვედრის გამო, თანამდებობიდან გაანთავისუფლეს.