”ხეჩიკაშვილი მერაბიშვილის ,,კასირია” – 21 მილიონ 800 ათასი ლარი აქვს ბიუჯეტიდან გატანილი”

”ხეჩიკაშვილი მერაბიშვილის ,,კასირია" - 21 მილიონ 800 ათასი ლარი აქვს ბიუჯეტიდან გატანილი”– ხეჩიკაშვილი მინისტრის თანამდებობას სწორედ რომ საკუთარი კომპანიების ლობირებისა და სხვა კომპანიებთან კარტელური გარიგებებისთვის იყენებდა, – ამ განცხადებას  გიორგი გაჩეჩილაძე აკეთებს.
მისივე თქმით, კარტერული კომპანიები, რომელთა უმეტესობაში ტარიელ ხეჩიკაშვილი და მისი წილები ფიგურირებს სატენდერო ფასებსაც თვითონ ადგენდნენ ვადებსაც თვითონ განსაზღვრავდნენ, რა დროს უნდა ჩამოეყვანათ მანქანები. უცნობი აცხადებს,რომ ამ კომპანიებს 15 წელია სახელმწიფო შესყიდვების სამსახურთან ,,მოგვარებული“ აქვთ და იგებენ მილიონიან ტენდერებს.

უცნობი ხეჩიკაშვილს მერაბიშვილის ,,კასირს” უწოდებს.
,,ვანო მერაბიშვილის დროს, საპატრულო პოლიციისთვის ავტომანქანების შეძენაზე პირველი ტენდერი რომ გამოცხადდა, სწორედ ხეჩიკაშვილი კომპანიამ მოიგო და საერთოდ ხეჩიკაშვილი ის ადამიანია, რომელსაც ვანო მერაბიშვილის ,,კასირს” ეძახდნენ.. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ხეჩიკაშვილის კომპანიებსა და კარტელურ გარიგებებში მყოფ სხვა პირებს ტენდერების მეშვეობით ბიუჯეტიდან 21 მილიონ 800 ათასი ლარი აქვთ გატანილი.
და ეს მოხდა ყოველგვარი კონკურენციის გარეშე, – ამბობს გაჩეჩილაძე.