კიევში „იმპიჩმენტის მარშის“ მონაწილეები მაიდნის მიმართულებით მსვლელობას მართავენ

კიევში „იმპიჩმენტის მარშის“ მონაწილეები მაიდნის მიმართულებით მსვლელობას მართავენკიევში „იმპიჩმენტის მარში“ დაიწყო. აქციის მონაწილეები შევჩენკოს მოედანზე და ისინი მაიდნის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობას მართავენ.
აქციის ორგანიზატორი ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილია, რომელიც შეკრებილებს სიტყვით მიმართავს.
დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნა უკრაინის პრეზიდენტის იმპიჩმენტია.
სააკაშვილის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ მათი შემდგომი ნაბიჯები იმის მიხედვით დაიგეგმება, რამდენი ადამიანი მივა დღევანდელ აქციაზე.