კვირიკაშვილი, კობახიძე, გომელაური – შეხვედრა “ქართული ოცნების” ოფისში 

კვირიკაშვილი, კობახიძე, გომელაური - შეხვედრა "ქართული ოცნების" ოფისში „ქართული ოცნების“ ოფისში საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძისა და სუს-ის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრა რამდენიმე საათის წინ დაიწყო.
არსებული ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებებია. პრემიერ-მინისტრი პარლამენტის თავმჯდომარესთან აღნიშნული საკითხის დეტალებს განიხილავს, თუმცა დეტალები უცნობია.