კვირიკაშვილმა მელიას გინებისთვის ბოდიში მოიხადა – “ნაციონალებმა მაინც გამომიყვანეს მდგომარეობიდან!”

კვირიკაშვილმა მელიას გინებისთვის ბოდიში მოიხადა - "ნაციონალებმა მაინც გამომიყვანეს მდგომარეობიდან!"ნიკა მელიას მიმართ ემოციების გამოხატვის შემდეგ პრემიერმა კვირიკაშვილმა საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.

– იქამდე, ვიდრე ჩვენ ვიქნებით დეპუტატები, თუ მთავრობის წევრები, თუნდაც პრემიერ-მინისტრი, ჩვენ ყველანი ვართ ადამიანები და ჩვენ ჩვენი ღირსება გაგვაჩნია. საზოგადოებას მინდა ბოდიში მოვუხადო ჩემი ზედმეტი ემოციებისთვის, მაგრამ სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა, ყველას არ ეხება ეს, შეძლო ჩემი მდგომარეობიდან გამოყვანა და ეს არ იყო კარგი საყურებელი. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რა თანამდებობაზეც არ უნდა ვიყოთ, ჯერ ჩვენი ღირსების დაცვა გვავალია და მერე ყველაფერი დანარჩენი.

ყველაფერი, რაც მანამდე ხდებოდა, იყო გამიზნული იმისთვის, რომ ეს მომხდარიყო და მე ამას ვერ დავუშვებდი, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ზედმეტი იყო ეს ემოციები, – განაცხადა კვირიკაშვილმა