ლეონიდ ბრონევოი გარდაიცვალა

მოსკოვში საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი ლეონიდ ბრონევოი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ მოსკოვის ლენკომის თეატრის დირექტორი მარკ ვერშოვერი ავრცელებს. მსახიობი 88 წლის იყო.

ბრონევიომ სახელი გაითქვა როლებით ფილმებიდან: „პოკროვსკის კარიბჭე”, „გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვება”, „ზუსტად ის მიუნჰაუზენი”, „სიყვარულის ფორმულა“ და სხვა.

მსახიობი საავადმყოფოში მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

იმედინიუსი