ლევან იზორია – „აშშ-ის კონგრესმა „ჯაველინების“ გადმოცემა გადაწყვიტა“

ლევან იზორია - „აშშ-ის კონგრესმა „ჯაველინების“ გადმოცემა გადაწყვიტა“ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა „ჯაველინების“ გადმოცემასთან დაკავშირებით გუშინ დადებითი გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ლევან იზორიამ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი წარმატება ანტისატანკო სისტემის „ჯაველინების“ შესყიდვის თვალსაზრისით. მიმდინარე წლის 29 მარტს, მქონდა პატივი და მივმართე წერილობით აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტს. საჯაროდ, ამ გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი გახდა ნოემბერში. პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული და მინდა დღეს პირველად გამცნოთ, რომ გუშინ, კონგრესმა მიიღო დადებითი გადაწყვეტილება. მე ხელთ მაქვს, გადაწყვეტილების ორიგინალი, ასე რომ, საბოლოოდ მიღებულია გადაწყვეტილება.

ეს არის იმ რეფორმების აღიარება, რომელიც თავდაცვის უწყებაში განხორციელდა. ეს იყო ერთ-ერთი წინაპირობა სწორედ ამ სისტემის გადმოცემისთვის. წლების განმავლობაში, ჩვენ ვითხოვდით ამ სისტემის გადმოცემას. ეს მთელი სახელმწიფოს მიღწევაა და მინდა მოგილოცოთ ეს გადაწყვეტილება, რომელიც გუშინ იქნა მიღებული“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

ნიუპოსტი