ლომარ ნიგურიანი სახურავზე შვილს გადაეფარა – მესტიაში მკვლელობის ახალი დეტალები

ლომარ ნიგურიანი სახურავზე შვილს გადაეფარა - მესტიაში მკვლელობის ახალი დეტალებიმესტიაში მოკლული საკრებულოს დეპუტატის ლომარ ნიგურიანის ცხედარი, პოლიციასა და ოჯახს შორის 4 საათიანი მოლაპარაკების შემდეგ, დღეს დილით ექსპერტიზაზე ქუთაისში გადაასვენეს.

მოკლული ქუთაისში, ოჯახს კუთვნილი ავტომობილით გადაასვენეს.

ლომარ ნიგურიანი გუშინ 4 საათზე, მაშინ მოკლეს, როცა ის სახურავიდან თოვლს წმენდდა. ბრალდებული მოკლულის ნათესავია.

მკვლელობის მოტივად 3 წლის წინ, მიწის ნაკვეთის გარშემო დაწყებული დაპირისპირება სახელდება.

გუშინ ნათესავებს შორის ურთიერთშელაპარაკება უშუალოდ სახურავიდან თოვლის გადმოყრას მოყვა.

“ნიუპოსტის” კორესპოდენტის ცნობით, დაპირისპირებას ლომარ ნიგურიანის შვილიც შეესწრო და კონფლიქტში ჩაერთო. ბრალდებულმა იარაღი სწორედ ნიგურიანის შვილს დაუმიზნა, მამა კი შვილს შვილს გადაეფარა.

– სახურავზე იდგა, მას ახლდა მისი შვილიც, რომელსაც გადაეფარა, რომლისთვისაც აპირებდა სროლას ის ადამიანი და მამამისი გადაეფარა, – აცხადებს გარდაცვლილის ნათესავი ნატო ნიგურიანი.

მომხდართამ დაკავშირებით შსს-მ გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.