მიხეილ გიორგაძე: „სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნის გაუქმებას არავინ აპირებს“

მიხეილ გიორგაძე: „სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნის გაუქმებას არავინ აპირებს“მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლება ოფიციალური კიევის გადაწყვეტილებას ელოდება.
კულტურის მინისტრის, მიხეილ გიორგაძის, განცხადებით, მოთხოვნა საქარველოს ექსპრეზიდენტის ექსტრადირებასთან დაკავშირებით რამდენიმე თვის იქნა გაგზავნილი და ამ მოთხოვნის გაუქმებას ხელისუფლება არ აპირებს.
– მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით უკრაინულ მხარესთან მოთხოვნა რამდენიმე თვის წინ გაიგზავნა და ამ მოთხოვნის გაუქმებას არავინ აპირებს. რაც შეეხება დაკავებას, უკრაინულ მხარეს აქვს ძალიან კონკრეტული შეკითხვები კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, ასე რომ, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები,- განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.