მიხეილ სააკაშვილი: ადამიანებს უგზავნიან ყალბ სმს-შეტყობინებას

მიხეილ სააკაშვილი: ადამიანებს უგზავნიან ყალბ სმს-შეტყობინებასმიხეილ სააკაშვილის “ფეისბუქის” გვერდზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინის ხელისუფლება ხალხს საპროტესტო აქციის გადადების შესახებ ყალბ სმს-შეტყობინებას უგზავნის.

“მორიგი ბინძური დეზინფორმაცია ბანკოვაიადან.

ადამიანებს უგზავნიან ყალბ სმს-შეტყობინებას, რომ მარში გადაიდო – ეს სიცრუეა!

შეშინებულმა პრეზიდენტმა აღარ იცის რა გააკეთოს, რომ დღეს არ შევიკრიბოთ.არაფერი გამოუვა! ვიკრიბებით 12-ზე შევჩენკოს პარკში და მაიდანზე მივდივართ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.