მიხეილ სააკაშვილი ავად გახდა

 მიხეილ სააკაშვილი ავად გახდაუკრაინული ტელეარხის NewsOne კორესპონდენტის ცნობით, აქციაზე მყოფი მიხეილ სააკაშვილი ავად გახდა. ჟურნალისტის თქმით, ამის შესახებ აქციის მონაწილეებმა განუცხადეს.

კიევში, რადას შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სხვადასხვა პოლიტიკური ძალის ააქტივისტები აქციას განაგრძობენ. მობილიზებულები არიან სამართალდამცავებიც.

აღსანიშნავია, რომ გასულმა ღამემ კარვების ქალაქში მშვიდად ჩაიარა და ინციდენტებს ადგილი არ ჰქონია.