საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი უკრაინაში იწყება, პროცესის დაწყებამდე მოსამამართლემ შესვენება გამოაცხადა და სააკაშვილს საშუალება მისცა მედიისთვის კომენტარი გაეკეთებინა:
„არ მეშინია, მათ შეუძლიათ დამაპატიმრონ, მაგრამ ვერ შეძლებენ გატეხონ უკრაინელი ხალხი, ამაზე ვესაუბრები ჩემს მეუღლესაც, მე თავს ვთვლი სამხედრო ტყვედ, უკრაინელი ოლიგარქის, ვლადიემრ პუტინის ტყვედ, მე არ ვარ დაკავებული, მე ვარ დატყვევებული, ისინი აწარმოებენ ომს უკრაინის წინააღმდეგ, ისინი ვერ შეძლებენ განვითარებას, გუშინ ამის შესახებ განვაცხადე, მსურს მოგიწოდოთ, არ გეშინოდეთ, ხალხმა, რომელმაც გამომიყვანა, აჩვენა რომ ისინი არიან გმირები“, – განაცხადა სააკაშვილმა.

