კიევში, მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთმა მომხრემ თავის დაწვა სცადა, თუმცა მას, ამის საშუალება მას სამართალდამცველებმა და იქ შეკრებილმა აქტივისტებმა არ მისცეს.
როგორც უკრაინული ტელეარხი NewsOne იტყობინება, ინციდენტი სააკაშვილის დაკავებამდე მოხდა. ის გაზსადენის მილზე ავიდა და თავის დაწვით იმუქრებოდა.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის საცხოვრებელ სახლთან დილიდან სპეცრაზმია მობილიზებული. სააკაშვილი ჩხრეკისას სახლის სახურავზე ავიდა და ხალხსა და სპეცრაზმს სახურავიდან მიმართა. სააკაშვილი სპეცდანიშნულების რაზმმა საკუთარ სახლში დააკავა.
დაანონსდა, რომ კიევის დროით 16:00 საათზე, პარლამენტში ე.წ. მიხომაიდანის (“Михо-Майдана”) დაფინანსების წყაროებზე გენერალური პროკურორი იური ლუცენკო “სენსაციურ”განცხადებას გააკეთებს .

