ნანუკა ჟორჟოლიანი – “აღშფოთებულ ელიტას ვერ ვხედავ. მძინარე მოზარდს ესროლეს თავში. ააააა, ეს ხომ თფილისში არ მოხდა.”

ნანუკა ჟორჟოლიანმა ფეისბუქზე ასეთი პოსტი გამოაქვეყნა:

“რატომ ვცემ პატივს პანკისში მცხოვრებ ხალხს.

1. იციან ქართული. წერა-კითხვა.
2. პატივს სცემენ ჩემი ქვეყნის ტრადიციებს.
3. ამბობენ, რომ საქართველო მათი სამშობლოა. თუ ომია, ომობენ. თუ გვიტევენ გვიცავენ.
4. არასოდეს პრობლემა არ შეუქმნიათ ჩემი ქვეყნისთვის.
5. არასოდეს აურევიათ რეგიონი, რისიც ყველაზე დიდი რესურსი აქვთ. ( ბევრი მიზეზის გამო)
6. დამატებით ინდურგენციებს არ ითხოვენ.

მგონი საკმარისია რომ არ შევ..ეთ ამ ხალხს! ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ! ტვინი წავიღეთ უკვე!

p.s. ხო, მართლა. აღშფოთებულ ელიტას ვერ ვხედავ. მძინარე მოზარდს ესროლეს თავში. ააააა, ეს ხომ თფილისში არ მოხდა.”