ნანუკა ჟორჟოლიანმა ლევან დადუნაშვილის მეგობრები გააღიზიანა

ნანუკა ჟორჟოლიანმა ლევან დადუნაშვილის მეგობრები გააღიზიანაჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანს პოსტს სოციალურ ქსელში 51-ე სკოლის მოსწავლეების გაღიზიანება მოჰყვა.

“პრაიმტაიმთან” საუბარში გარდაცვლილი  ლევან დადუნაშვილის კლასელი და ახლო მეგობარი თემო აცხადებს, რომ მას არავითარი კავშირი არ ჰქონია ქურდულ მენტალიტეტთან და რომ მას “ქურდ ლეოს” მოფერებით ეძახდნენ.

“ლევანს ვიცნობ ბავშვობიდან და მოფერებით ვეძახდით “ქურდ ლეოს” და სკოლაშიც ზოგიერთი იცნობდა ამ სახელით. შეარქვეს იმიტომ, რომ საერთოდ არ იყო ასეთი ადამიანი და ქურდულ მენტალიტეტთან არაფერი ესაქმებოდა. პირიქით ლევანისნაირ გულიან და კეთილ ადამიანს არ ვიცნობდი და ალბათ, ვერც გავიცნობ. გარკვეული როცა არ ხარ სიტუაციაში, არ უნდა გამოიყენო შენი ქალებისთვის”,- ამბობს ჩვენთან საუბარში თემო.

აღნიშნული ინფორმაცია იქვე მყოფმა სხვა მოსწავლეებმა დაგვიდასტურა.

ნანუკა ჟორჟოლიანმა სოლიდარობის აქციაზე ხსოვნის დაფაზე გაკეთებული წარწერის “მუდამ ჩემი ქურდი ლეო იქნები” ფოტო გადაუღო და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სათაურით: “ისევ მოდური გახდა ქურდული”.

პრაიმ ტაიმი