მესტიის საკრებულოს დეპუტატის, “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ლომარ ნიგურიანის ნათესავმა imedinews-ს დეპუტატის მკვლელობის დეტალების შესახებ უამბო.
ნარგიზა ნიგურიანის თქმით, ინციდენტი მოკლულის საკარმიდამო ტერიტორიაზე მოხდა.
ქალის თქმით, მკვლელობას წინ უძღოდა სიტყვიერი დაპირისპირება ბიძაშვილებს შორის, რაც სახურავის თოვლისგან გაწმენდის გამო დიაწყო.
– მამუკა ნიგურიანმა ცეცხლსასროლი იარაღიდან 11 ტყვია გაისროლა, აქედან ლომარ ნიგურიანს 4 მუცლის არეში, ხოლო ორი მხარზე მოხვდა. 48 წლის კაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, – ამბობს ნარგიზა ნიგურიანი.
ამ ეტაპზე ოჯახი ცხედრის ექსპერტიზის წინააღმდეგია და მათთან მოლაპარაკება ამ დრომდე მიმდინარეობს.
დანაშაული მესტიაში 25 დეკემბერს დაახლოებით, დღის 3 საათისთვის მოხდა.

