ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოს და უკრაინის ოლიგარქიული რეჟიმები შეთანხმებულად მოქმედებენ.
– დღევანდელი შეკრება ნათელი დადასტურებაა, რომ შეუძლებელია, ქართველი საზოგადოება შეეგუოს ოლიგარქიულ რეჟიმს. რაც უკრაინაში ხდება, ჩვენთვის სამარცხვინოდ, საქართველოს ხელისუფლების თანამონაწილეობით ხდება. ივანიშვილი და პოროშენკო დაუფარავად თანამშრომლობენ, რომ გაანეიტრალონ ადამიანი, რომელიც მათ ოლიგარქიულ რეჟიმებს საფრთხეს უქმნის, ეს ადამიანი არის მიხეილ სააკაშვილი, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ.
მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ უკრაინის და საქართველოს მრავალსაუკუნოვან ურთიერთობას ივანიშვილი და პოროშენკო ზიანს აყენებენ.
– ივანიშვილმა უნდა შეიგნოს, რომ ის არ არის საქართველო, ასევე, პორშენკომ უნდა შეიგნოს, რომ ის არ არის უკრაინა. ოლიგარქიული მმართველობა, რომლითაც დაინტერესებულია რუსეთი, უნდა დასრულდეს, – განაცხადა ნიკა მელიამ.

