„ქართული ოცნების“ დეპუტატი შოთა შალელაშვილი სუს-ში დაიბარეს

„ქართული ოცნების“ დეპუტატი შოთა შალელაშვილი სუს-ში დაიბარეს„ქართული ოცნების“ წევრი, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი შოთა შალელაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს. დეპუტატი შეხვედრაზე უკვე იმყოფებოდა, თუმცა, შენობის დატოვების შემდეგ, მას არ დაუკონკრეტებია თუ რა საკითხზე იყო დაბარებული.

შალელაშვილმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაბარებას არ აქვს კავშირი მის ღია წერილთან, სადაც იგი პრემიერს მოუწოდებს მხარი დაუჭიროს დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის გამოცხადებაზე.

შეგახსენებთ, რომ დღეს გიორგი კვირიკაშვილმა ღია წერილთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მისთვის მიუღებელია მსგავსი განცხადებებით მიმართვა პრემიერისადმი.

უფრო ადრე კი, შალელაშვილმა იუსტიციის მინისტრი უპასუხისმგებლო განცხადებებში დაადანაშაულა.